დე ფაქტო აფხაზეთში პალმებს ანადგურებენ

დე ფაქტო აფხაზეთის “მთავრობის” განცხადებით, ფაროსანას და პალმის გრძელცხვირა ხოჭოს გავრცელების გამო, მასიურად პალმების განადგურება დაიწყეს.
ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენლის, საველი ჩიტანოვის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლაში, რომელმაც შარშან “ქვეყანაში” მოსავალი გაანადგურა, პესტიციდების გამოყენება ძალიან საფრთხილოა. ძლიერი ქიმიკატების გამოყენებით შესაძლოა, სასარგებლო ფლორისა და ფაუნის განადგურება. შესაბამისად, ხოჭოს განადგურების მექანიკური ხერხი იქნა შემუშავებული. სპეციალისტების შეფასებით, დეფაქტო აფხაზეთში 50 მილიონი ხოჭო განადგურდა, რათა მათი გამრავლება არ მომხდარიყო .
რამდენიმე დღის წინა სოხუმში, ლეონის პროსპექტზე, პალმების გაჩევხის სამუშაოები დაიწყო, ვინაიდან პალმის გრძელცხვირა ხოჭომ უკვე სოხუმამდე მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები