მოსკოვის სასამართლომ ბლოგერი კიტუაშვილი თაღლითობაში ბრალდებულად ცნო
მოსკოვის დოროგომილოვსკის სასამართლომ ჯგუფ “სმოტრა.რუ”-ს დამფუძნებელს, ერიკ კიტუაშვილს თაღლითობის ბრალდებით განაჩენი გამოუტანა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მას ბრალი სადაზღვეო კომპანიასთან დაკავშირებულ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედებოდა. ბრალდების მხარემ მისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა.
გამოძიების ვერსიით, კიტუაშვილმა ავტომობილის გატაცების ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი სადაზღვეო კომპანიისგან ზარალის ანაზღაურება მიოითხოვა, რაც მიიღო კიდეც.