ინტერპოლის ექსპრეზიდენტის მეუღლე: არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ცოცხალია

ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის, მენ ჰუნვეის მეუღლე, გრეის მენი, შიშობს, რომ მისი ქმარი, შესაძლოა, უკვე მკვდარი იყოს.
“მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დადგმაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ცოცხალია”, – განაცხადა გრეის მენმა ბრიტანულ ტელე-რადიო კორპორაცია BBC-სთან. მან აღიარა, რომ საკუთარი მისამართით ტელეფონით მუქარებს იღებდა, მაგრამ არ ესმის, რა მიზეზით შეიძლება ეს ხდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის პრეზიდენტ მენ ჰუნვეიზე ძებნა 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამ გაავრცელა.
როგორც ისინი, ინტერპოლის პრეზიდენტის მეუღლეზე დაყრდნობით, წერდნენ, ქმრის გაუჩინარების შესახებ გრეის მენმა სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში აცნობა.
ცნობისთვის, 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთში, 29 სექტემბერს გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები