მექსიკაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა

მექსიკის შტატ ოახაკაში მეწყერს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამაშველო სამსახური ავრცელებს.
თავდაპირველად, ინფორმაცია ორი გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა, ერთ-ერთი მცირეწლოვანი იყო, რომელიც მეწყრის შედეგად ჩამოწოლილი მიწის ქვეშ იპოვეს.
“ქალაქ სან-პედრო-ოკოტეპეკეში მიწის ქვეშიდან 5 დაღუპული ადამიანი იქნა ამოყვანილი. სამუშაოები ბუნებრივი კატასტროფის ადგილას, სადაც მეწყერმა სახლებს გადაუარა ამ დრომდე გრძელდება”, – იტყობინება ოახაკის სამაშველო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები