“დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არ იტაცებენ, მხოლოდ აკავებენ”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არ იტაცებენ, მხოლოდ აკავებენ, აჯარიმებენ და შემდეგ უშვებენ.
“როგორც ჩანს ეს შემთხვევა “ადამიანების გატაცება” სხვადასხვაგვარად აღიქმება. თავდაპირველად შეგახსენებთ ცნობილ ფაქტს: სააკაშვილის დანაშაულებრივმა მთავრობამ 2008 წლის აგვისტოში მიგვიყვანა იქამდე, რომ რეგიონში ახალი სახელწიფო საზღვარი გაჩნდა. ცხადია, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხაზის სტატუსს მხარეები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. მაგრამ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი, როგორც არ უნდა ერქვას მას, ცხადად ჩანდეს”, – ასე უპასუხა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას Sputnik Georgia-ს მულტიმედიურ პრესცენტრში.