პუტინი: რუსეთს სხვისი არაფერი სჭირდება, ჩვენ ისედაც დიდ ტერიტორიას ვფლობთ

რუსეთი არსად ეჩრება, მას ისედაც დიდი ტერიტორია გააჩნია, და მას არავისგან არაფრი სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ არსად ვეჩრებით, ისედაც დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისგან არაფერი გვჭირდება. მაგრამ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ვუფრთხილდებით. ეს გრძელდება საუკუნეებია, ჩვენი არსებობიდან მოყოლებული. ეს ჩვენი ერის სისხლშია და ეს არაერთხელ მითქვამს. ამ ჭრილში ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები