დინოზავრების უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

არგენტინაში დინოზავრების უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს. პროვინცია ჩუბუტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მეცნიერების მიერ ნაპოვნია დაახლოებით შვიდი დინოზავრის ჩონჩხი, რომლებიც, პალეონტოლოგების განცხადებით, ბევრად განსხვავდება წინა აღმოჩენებისგან.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ აქამდე, სხვადასხვა ექსპედიციის დროს ცალკეული ფრაგმენტების აღმოჩენა ხდებოდა, არგენტინის სამარხში თითქმის დაუზიანებელი ჩონჩხია ნაპოვნი, რაც მეცნიერებს პრეისტორიული არსებების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები