მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. მას GU Psc b დაარქვეს. თავისი ,,მზისგან“- GU Psc A-სგან მასზე 2 000 – ჯერ დიდი პლანეტა უფრო დიდი მანძილით არის დაშორებული, ვიდრე დედამიწა მზისგან. მზის სისტემიდან ამ პლანეტამდე 155 სინათლის წელია.
მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მეცნიერებს უფრო დიდი მანძილის გამოყენება მოუხდათ, ვიდრე GUPscB -ს საკუთარ ,,მზესთან” აშორებს. ზედმეტი შუქის არარსებობის გამო მეცნიერებმა მათთვის სასარგებლო ფოტოების გადაღება შეძლეს.
პლანეტის შუქი უხილავ სპექტრში რომ შეისწავლეს და ინფრასტრუქტურული ადგილები გამოიყენეს, შეამჩნიეს, რომ პლანეტაზე ზოგიერთი ადგილი უფრო მეტად განათებული იყო, ხოლო სინათლე, რომელიც ,,მზისგან“ აირეკლებოდა, შედარებით მკრთალი აღმოჩნდა. სწორედ ამან მისცა საშუალება მეცნიერებს, გადაეღოთ ფოტოები და პლანეტის ზედაპირი გამოეკვლიათ. ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით 800 გრადუსია და იგი 9 იუპიტერის წონაა.