ახალგორის გზაზე ნასვამი მძღოლი 86 წლის მამაკაცს დაეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალის რაიონში „ვაზ-2106“ -ის მარკის ავტომობილი სოფელ ქსუისში მცხოვრებ 86 წლის მამაკაცს დაეჯახა.
შენთხვევის შედეგად, მამაკაცმა ფეხის მოტეხილობა და თავის ტრავმა მიიღო. ავტომანქანას ცხინვალის რაიონში მცხოვრები 37 წლის მამაკაცი მართავდა.
როგორც ადგილობრივი მედია დე ფაქტო სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
შემთხვევა ცხინვალი-ახალგორის გზის მეათე კილომეტრზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები