სამყაროს სიკეთე მართავს (ფოტოკოლაჟი)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც ადასტურებს, რომ მსოფლიო, მიუხედავად არსებული ვითარებისა, არც ისე ცუდი ადგილია. ქვეყნად ბევრი ბოროტებაა, თუმცა სამყაროს მაინც სიკეთე მართავს. სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანში დევს, მთავარია მისი გაღვივების საშუალებას რამდენად მისცემს. სიკეთე სიკეთეს შობს და სამყაროც ბევრად უკეთესი ხდება. „კვირა“ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს თემაზე – ,,სიკეთე“.
იტალია – სკოლის მასწავლებელმა ანტონიო ლა კავამ სამბორბლიანი სატვირთო მანქანა შეიძინა და გადააკეთა ბავშვთა ბიბლიოთეკად ბორბლებზე. ამ მობილური ბიბლიოთეკით იგი მოგზაურობს ქვეყანაში და ცდილობს, ბავშვებს წიგნების კითხვა შეაყვაროს.
ნორვეგია- ბიჭებმა სკუთარი სიცოცხლე გარისკეს წყალში ჩავარდნილი ცხვრის გადასარჩენად.
ეგვიპტე – ქრისტიანებმა ალყა შემოარტყეს მუსულმანებს, რომ მათ არეულობის დროს ლოცვა შესძლებოდათ.
ეგვიპტე – მუსულმანები ქრისტიანებს საშობაო წირვის დროს იცავენ.
ტაილანდი – სპილოს, რომელმაც ფეხი დაკარგა, პროთეზი გაუკეთეს.
ბელორუსია – პენსიონერმა ვიაჩესლავ ივანოვიჩმა ააშენა ააშენა აკვაპარკი, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს და უფასოდ ითამაშოს.
ავღანეთი – ავღანელი ჩაის სთავაზობს ამერიკელ ჯარისკაცს.
ბანგლადეში – მამაცმა ბიჭმა სიცოცხლე პატარა შველის გადასარჩენად გარისკა.
კანადა – კანადის მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა და ხალხმა ფული აპარატზე დატოვა.
უკრაინა – უკრაინის ფეხბურთელები უკრაინელ ბავშვებს წვიმისგან იცავენ.
ბოსნია ჰერცოგოვინა – გოგონამ პოლიციელებს წყალი მიუტანა.
ფინეთი – ჰელსინკში სახლის შესასვლელთან წარწერაა: ,,სადარბაზოში, პირველ და მეორე სართულებს შორის ვიპოვე 20 ევრო“.
ავსტრალია – მეხანძრე ხანძრის დროს წყალს აძლევს კოალას.
რუმინეთი – საპროტესტო აქციის დროს გოგონა ბუშტს ჩუქნის პოლიციელს.
ბრაზილია – კაცმა უსახლკარო გოგონას თავისი ფეხსაცმელი აჩუქა.