ევროკავშირში, შესაძლოა, ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალოს
ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა პლასტმასის ნაკეთობების, მათ შორის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენების აკრძალვის საკომიტეტო წინადადებას კენჭი უყარა.
როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი, პლასტმასის თეფშების, დანა-ჩანგლებისა და სხვა ნაკეთობების გაყიდვა, რომელთა დამზადებისთვისაც 70%-ზე მეტი ზღვის ნაგავი გამოიყენება, ევროკავშირის ბაზრიდან 2021 წლიდან აიკრძალება.
რაც შეეხება კონტეინერებისა და იმ პლასტმასის ნაკეთობების, რომლებსაც ალტერნატივა არ გააჩნიათ, ევროკავშირში 2025 წლიდან აიკრძალება. ანალოგიური აკრძალვა თამბაქოს ნაწარმის ნარჩენებზეც იმოქმედებს.
აღნიშნული წინადადება ევროპარლამენტის პლენარული სხდომის კენჭისყრაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22-25 ოქტომბერს ჩატარდება.