შალვა პაპუაშვილი ევროპელ დეპუტატებზე: როგორ კადრულობენ საერთოდ, რომ ჩადიან სხვა ქვეყანაში და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყნის პარლამენტის წინ, ტრიბუნასთან გამოდიან და ხალხს მოუწოდებენ მაიდანისკენ
“როგორ კადრულობენ საერთოდ, რომ ჩადიან სხვა ქვეყანაში და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყნის პარლამენტის წინ, ტრიბუნასთან გამოდიან და ხალხს მოუწოდებენ მაიდანისკენ”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ევროპელი დეპუტატების თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის აქციაზე მისვლა.
მისივე თქმით, აღნიშნული არაევროპული ქცევაა.
„ხომ სირცხვილია, როგორ კადრულობენ საერთოდ, რომ ჩადიან სხვა ქვეყანაში და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყნის პარლამენტის წინ, ტრიბუნასთან გამოდიან და ხალხს მოუწოდებენ მაიდანისკენ. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ეს რომ არაევროპული ქცევა არის, ეს გასაგებია და ამ ხალხმა ჩვენ ევროპა როგორ უნდა გვასწავლოს. იმ ხალხმა როგორ უნდა გვასწავლოს ჩვენ ევროპა, რომელიც იქცევა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. რა საპარლამენტო ეთიკაზეა შემდეგ საუბარი, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და შენი კოლეგა პარლამენტის შენობის წინ მართავ მიტინგს. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ჩავიდეთ რომელიმე ამ ქვეყანაში და მიტინგები ვუტაროთ იქ? ხომ აბსოლუტური აბსურდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.