ვილი სანიოლი: ორივე მატჩის მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ

მთავარია, ის გამოვასწოროთ, რაც ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გვმართებს, მოედანზე მეტი აგრესიულობა უნდა ვაჩვენოთ,- ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა
განაცხადა.

სანიოლმა უკრაინასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე, გუნდში არსებულ ვითარებასა და იმედებზე ისაუბრა.

უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდი რომ არის, ეს ბოლო მატჩშიც ვიხილეთ. მთავარია, ის გამოვასწოროთ, რაც ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ გვმართებს, მოედანზე მეტი აგრესიულობა უნდა ვაჩვენოთ.

საქართველოს ნაკრებში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. წინ ახალი პროექტი გველის. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავია და თაობათა ცვლა სამომავლოდ აუცილებლად იქნება.

პირველ ადგილზე გასვლის ალბათობას რაც შეეხება, მხოლოდ ის ვიცი, რომ ორი მატჩის მოგების შემთხვევაში პირველზე გავალთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება არ არის, საუკეთესო თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და მჯერა, რომ ბოლოს იმას იღებ, რასაც იმსახურებ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ერთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრების და უკრაინის შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები