შალვა პაპუაშვილი: ცესკოში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები – მათ დაუსვით კითხვები, როგორი აპარატი შემოიტანეს

,,ცესკოში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ დაუსვით კითხვები, როგორი აპარატი შემოიტანეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ზუსტად იმ მეთოდით ჩატარდა, რა მეთოდიც ცესკოს მხრიდან იყო დამტკიცებული.

„როგორც ჩანს გაჟონილმა მელანმა გაისრუტა. აღარ აქვთ ეს არგუმენტი და სხვა ახალ არგუმენტს ეძებენ. შემიძლია ყოველდღე ბრიფინგები ვატარო და პლაზმურ ეკრანზე წარმოვადგინო და ვამხილო ის ტყუილები, რასაც ოპოზიცია და მათი წარმომადგენლები ავრცელებენ. სიმართლე გითხრათ, დავიღალე, მათ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს და რომელ ერთს ვუპასუხოთ?! იმ ცესკოში ხომ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. როგორი აპარატი უნდა ყოფილიყო არჩევნებზე, გადაწყვიტა ცესკომ. იმ ცესკოში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი სიორიძე, რომელიც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. მათ დაუსვით კითხვები, როგორი აპარატი შემოიტანეს. რა აპარატი იყო, რეგისტრატორი და რა მთვლელი, ეს ვიცით უკვე 5 წელია. ასეთი აპარატებით, ფურცლებით, ფლომასტერებით ვატარებთ არჩევნებს უკვე მეექვსე არჩევნებია. ზუსტად იმ მეთოდით ჩატარდა, რა მეთოდიც დამტკიცებული იყო ცესკოს მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები