კიმ ჩენ ინმა თავდასხმის დრონების მასობრივი წარმოების ბრძანება გასცა
ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ე.წ. კამიკაძე დრონები გამოსცადა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს საჰაერო იარაღის მასობრივი წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დრონების წარმოება სამხედრო თეორიის სასწრაფო განახლებას მოითხოვს.
კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა სერიული წარმოების სისტემის შექმნის რაც შეიძლება მალე სრულმასშტაბიან მასობრივ წარმოებაში გადასვლას. უპილოტო თვითმფრინავები შექმნილია ასაფეთქებელი ნივთიერებების გადასატანად და შეუძლიათ სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე დარტყმა.
„ასეთი ობიექტური ცვლილება სასწრაფოდ მოითხოვს სამხედრო თეორიის, პრაქტიკისა და განათლების მრავალი ნაწილის განახლებას“, – განაცხადა კიმ ჩენ ინს.