შალვა პაპუაშვილი: არჩევნები შედგა, ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ დემოკრატიას

,,არჩევნები შედგა, ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ დემოკრატიას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

​„26 ოქტომბერს დიდი რაოდენობით ქართველი ხალხი გამოვიდა. ყველამ თქვენი თვალით დაინახეთ, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით ამ არჩევნებზე უფრო მეტი ადამიანი იყო. ეს არ იყო კალკულატორით დათვლილი შედეგები, მანქანებმა დაითვალეს და დადეს ვერდიქტი – მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და მას მისცა მართვის მანდატი. ახლა დემოკრატია ასეა: უმცირესობამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, წარმოადგინოს თავისი ამომრჩევლები და მათ შორის, უმცირესობის ამომრჩევლებმაც პატივი სცენ უმრავლესობის ნებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები