თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IV და VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, ანა კალანდაძის და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
20:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჩხეიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, ლომინაძის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, კოსტავას, თუმანიანის და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV კვარტლის, ჯუმბერ ლეჟავას, მამისაანთუბნის, ვაზის და აშოტ კურაპალატის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ვერეს ხევის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ყიფშიძის და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები