10 ოქტომბერს მეტყევის დღე აღინიშნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეტყევის დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში აღინიშნება, სადაც წარმატებულ მეტყევეებს მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოვების ცერემონიას საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.