აკაკი დოთიაშვილი, რომელიც დღეს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, გამოკითხვაზე იმყოფება
50 წლის აკაკი დოთიაშვილი, რომელიც დღეს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ამ წუთებში აკაკი დოთიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღვეთა გულისხმობს.
რაც შეეხება 37 წლის მაია ოთინაშვილს, რომელიც დღეს საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, მას ცხინვალის “სასამართლომ განაჩენი გამოუტანა”.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოთინაშვილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიესაჯა.
სასამართლომ, ასევე, გასცა მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება.