ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადაეცა

“სასამართლომ” საქართველოს მოქალაქეს, მაია ოთინაშვილს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დააკავეს, განაჩენი გამოუტანეს.
როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ოთინაშვილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიესაჯა.
სასამართლომ, ასევე, გასცა მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება.
ოთინაშვილი ამ დროისთვის საქართველოს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, მაია ოთინაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მეირ, 29 სექტემბერს, სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის იქნა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები