წერეთლის გამზირზე მომხდარმა ავარიამ ქვეითად მოსიარულე მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)
წერეთლის გამზირზე, “დიდუბე პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას თავი აქვს დაზიანებული.
ავარიის შემდეგ „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა და ის, ამ დრომდე, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.