პროკურორი: თუ დოკუმენტი არსებობდა, ვასილენკოს შეეძლო წარმოედგინა პროკურატურაში(ვიდეო)

„ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით და ზოგადად ანგელა ვასილენკოს საქმიანობასთან დაკავშირებით ფონდში, გამოძიებას გვექნება კონკრეტული შეკითხვები, ჩვენ ველოდებით მოწმედ დასაკითხი პირისაგან კონკრეტულ პასუხებს“, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს 12 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს ანგელა ვასილენკოს მოწმის სახით დაკითხვა, დასაკითხი პირი ინფორმირებულია დღევანდელი სასამართლო სხდომის შესახებ, რაც შეეხება იმას, თუ ექნება კითხვები მასთან გამოძიებას, როგორც მოგეხსენებათ, ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა, ფონდის თანხებიდან დოკუმენტაციის შესწავლა ცხადყოფს, რომ დაახლოებით 700 ათასი ლარი არის დახარჯული ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაზე, ისე რომ დოკუმენტაციაში არ მოიძებნება არც ერთი დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა ამ ხარჯების ანაზღაურება ფონდის მიზანს. რაც შეეხება მოწმედ დასაკითხი პირის ადვოკატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება 4 ოქტომბერს წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ანგელა ვასილენკო აპირებდა საქართველოს დატოვებას – ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, დაცვას არ წარმოუდგენია ამის თაობაზე არანაირი დოკუმენტი. თუ რაიმე დოკუმენტი არსებობდა ამის შესახებ, მას თავისუფლად შეეძლო წარმოედგინა პროკურატურაში, ამ კუთხით ადვოკატის განმარტებები არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე 2015 წელს საქველმოქმედო ფონდში კონკრეტულ თანამდებობაზე დაინიშნა.
„ანგელა ვასილენკო 2015-2016 წლებში დასაქმებული იყო საზოგადოებრივ საწყისებზე,  2015 წელს მოხდა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნა. ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით და ზოგადად მის საქმიანობასთან დაკავშირებით ფონდში, გამოძიებას გვექნება კონკრეტული შეკითხვები და ველოდებით მოწმედ დასაკითხი პირისაგან კონკრეტულ პასუხებს“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები