ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელი კირბალიდან გაიტაცეს. სავარაუდოდ, მისი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა და ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები