ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, რკინისა და პლასტმასების საამქროს შენობის ნაწილი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ. მ. ფართი.
შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები