მიშა ცაგარელი: ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება
ბოლო დღეების განმავლობაში სავსემთვარეობა ხშირია, რაც ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. დღეს კიდევ ერთი მძიმე დღეა და ხვალიდან სიტუაცია უკვე უკეთესობისკენ შეიცვლება. ამის შესახებ “კვირას” ასტროლოგმა მიშა ცაგარელმა განუცხადა. მისი თქმით, პლანეტა მარსი სწორად მოძრაობას დაიწყებს და სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება.
“ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, ურთიერთგაგება მოიმატებს, რაც ადამიანთა გუნება-განწყობილებაზე დადებითად აისახება. შეხვედრები, კონტაქტები, მოლაპარაკებები უფრო წარმატებული იქნება… გასული დღეები საკმაოდ რთული იყო, რადგან სავსემთვარეობა ადამიანებზე თავის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა. ხვალიდან კი, ყველაფერი კარგად იქნება”, – განმარტა “კვირასთან” მიშა ცაგარელმა.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ სავსემთვარეობის დროს მზე და მთვარე ერთმანეთთან ოპოზიციაშია. ირღვევა ბალანსი. ვიმყოფებით ძლიერ მაგნიტურ ველში. იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა, ძალადობა, ფეთქებადობა. ადვილად ვღიზიანდებით. ვართ დაძაბულები და ყველასთან კონფლიქტი მოგვდის. გვჭირს უძილობა.