დეფაქტო აფხაზეთში ევკალიპტის ხემ რუსი მესაზღვრეები იმსხვერპლა

დეფაქტო აფხაზეთში ორი რუსი მესაზღვრე, რომელიც “УАЗ”-ის ტიპის მანქანაში იმყოფებოდა, ევკალიპტის ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
ტრაგედია სოფელ აგუძერასთან მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი abkhazinform.com ავრცელებს.
მესამე მესაზღვრე, მძიმე თავის ქალის დაზიანებებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 24-საათიანი დაკვირვების შემდეგ, ექიმები მის სპეციალურ სტაციონარში გადაყვანაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები