ირმა ჭკადუა თოლორდავას პოლიციაში დაბარებაზე: ამაში გასაკვირი არაფერი არ არის

ადვოკატი ირმა ჭკადუა დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარების თემას, ტვ-პირველის ეთერში გამოეხმაურა. როგორც ჭჯადუამ აღნიშნა თოლორდავას დაბარებაში საგანგაშო არაფერია და ყველა დოკუმენტი, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება საბოლოო დასკვნისთვის მიეწოდებათ ექსპერტებს.
„თუკი საუბარია იმაზე, რომ მან სამჯერ გაიკეთა ოპერაცია, ჩვენ იურისტები ვართ და არაერთხელ გვქონია ასეთი შემთხვევა ყველა დოკუმენტი, რაც მის ჯანმრთელობას უკავშირდება საბოლოო დასკვნისთვის მიეწოდებათ ექსპერტებს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები