ეკა ბესელია: მაია ოთინაშვილის საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილის საქმეზე მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს. როგორც მან აღნიშნა, ინფორმირებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო და მონიტორინგის ორგანიზაციები.
„ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგაშო ჩვენი მოქალაქეების უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტებია. მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს. ყველა პარტნიორი და მოკავშირე ჩართულია, მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო თუ მონიტორინგის ორგანიზაციები, ასევე დიპლომატები, რომ გათავისუფლებას სწრაფად მივაღწიოთ. ეს ფაქტიც შემდგომში ძალიან სერიოზული რეაგირების საგანი გახდება, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ოჯახში უვნებლად დაბრუნებაა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი, ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები