მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა მოინახულეს
“წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი მოინახულეს. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში გუშინ საღამოს მოინახულეს.
„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია, დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.
ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის ინფორმაციაში.
როგორც ოთინაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ ოთინაშვილს გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება.