„ჩერნოვეცკის“ ფონდი დიღმელაშვილების ოჯახის დასახმარებლად ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება – 38 წლის თეა დიღმელაშვილი, მისი ხანდაზმული დედა და სამი შვილი მოკლებულნი არიან ელემენტარულ ადამიანურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.
ისინი ცხოვრობენ ერთ ოთახში სველი წერტილების გარეშე, ავეჯი ამორტიზირებულია, ხოლო კედლები და ჭერი, როგორც ჩანს, არც არასდროს ყოფილა მწყობრში. სახელმწიფომ მათ სწორედ ასეთი ფართი გამოუყო, რომელიც უშიშროების აკადემიის ყოფილი საერთო საცხოვრებელის შენობაში მდებარეობს.
თეა დიღმელაშვილი მარტოხელაა დედაა. მან გაზარდა სამი შვილი, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის და უამრავი პრობლემის გამო შვილებს სათანადო პირობები ვერ შეუქმნა.
ანა, უფროსი ქალიშვილი, ამჟამად 18 წლისაა და სტილისტის პროფესიას ეუფლება; 16 წლის გიორგიმ მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და შემდეგ მიატოვა სწავლა; ყველაზე უმცროსი – ბარბარე, ახლა 8 წლის არის, სწავლობს სკოლაში, თუმცა გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო ხშირად აცდენს.
საქმე ის არის, რომ დიღმელაშვილების საცხოვრებელი არ თბება და ბავშვები ბეტონის ცივ იატაკზე წვანან. თავად თეა და მისი ხანდაზმული დედაც ხშირად ავადმყოფობენ, არ აქვთ საშულება შეიძინონ ელემენტარული წამლები, რომ არაფერი ვთქვათ სტაციონალურ მკურნალობაზე.
ეს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მიზერული ფულადი შემწეობა, რომელიც აუცილებელ პროდუქტებზე ეხარჯებათ.
„მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ოჯახს, რომელსაც არც საწოლი გააჩნია და არც სხვა სახის ავეჯი, ხშირად შიმშილობს და მხარდაჭერას ითხოვს. ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიღმელაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოევცკის ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/369-digmelashvili/ “,- აცხადებენ ფონდში.
R