ანზორ ჩუბინიძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე: ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა
ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროკურატურის დასკვნაშიც გამოჩნდება.
„ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა. ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, პროკურატურის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ამაზრზენია. არანაირი კითხვა არ მაქვს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება“, – აღნიშნა ჩუბინიძემ.