პუტინი: რუსეთი დეფაქტო აფხაზეთის დახმარებას არ შეწყვეტს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დეფაქტო აფხაზეთის დახმარებას კვლავ გააგრძელებს და არსებული პრობლემების გადალახვაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია “კრემლის” ვებ-გვერდზე ვრცელდება.
პუტინმა დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, ნაციონალური დღესასწაულთან – “აფხაზეთის გამარჯვება და დამოუკიდებლობა” – დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა.
რუსეთის ლიდერმა დეფაქტო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ნაციონალური უსაფრთხოების მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც დეფაქტო აფხაზეთმა “დამოუკიდებლობის” დროიდან მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები