ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთთან 37 წლის ქალი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „კვირას“ ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის ფაქტს ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.