ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებლივ სახელმწიფოში და ამასაც აქვს თავისი ფასი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებლივ სახელმწიფოში და ამასაც აქვს თავისი ფასი ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თუ არ არსებობს 100 პროცენტიანი დასტური მკვლელობასთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, ეს ეჭვი წყდება ეჭვმიტანილის სასარგებლოდ. ამასაც აქვს თავისი ფასი, თუ 100 პროცენტიანი უტყუარობით არ დასტურდება ვინ არის მკვლელი, ამ შემთხევვაში მოსამართლე არის იძულებული რომ არ დაადგინოს მკვლელის ვინაობა“- განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ფარდულის დანგრევას რომ არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულის გახსნასთან, ეს დაადგინა კომისიამაც. “მეორე იყო დანის გაღუნვა, რაც ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა ექსპერტიზის დროს და არც ეს იყო კავშირში დანაშაულის გახსნასთან. მესამე იყო მოწმეები, ყველა მოწმე არის ცოცხალი, – კომისიას ჰქონდა საშუალება დაეკითხა მოწმეები, იყო ერთი შემთხვევა, წავიდნენ მოწმეების დასაკითხად, 2 არასრულწლოვანი უნდა გამოეკითხათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაბრუნდნენ 5 წუთში, ვიკითხე რატომ, გამოიყენეს დუმილის უფლება. ეს არის სამართლებლივი სახელმწიფოს ფასი. აქვს თავისი უარყოფითი მხარეც ამას, გასაგებია,-განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მკვლელობების გახსნის მაჩვენებელი 50 – დან 70/80 პროცენტამდე მერყეობს. “ ყველა ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ მკვლელობა შეიძლება ვერ გაიხსნას. შედარებას მოგიყვანთ, 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა 99, 9 მეათედი პროცენტი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე არ იძლეოდა ჩვენებას, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი იყო ხელჯოხი და ცოცხი. ეს იყო ნაცმოძრაობის სტილი. ჩვენ ეს აღვკვეთეთ, ამას აქვს თავისი ფასი, აღარაა შეიძლება მაჩვენებელი 99, 9, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც აღარ ხდება, რაც ხდებოდა, მაგალითად, მაშინ ისე შეუფარდეს ადამიანს სასჯელი მკვლელობისთვის, რომ ის ეგრეთ წოდებული დაზარალებული, ცოცხალი აღმოჩნდა” – განაცხადა კობახიძემ.
ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თუ არ არსებობს 100 პროცენტიანი დასტური მკვლელობასთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, ეს ეჭვი წყდება ეჭვმიტანილის სასარგებლოდ. ამასაც აქვს თავისი ფასი, თუ 100 პროცენტიანი უტყუარობით არ დასტურდება ვინ არის მკვლელი, ამ შემთხევვაში მოსამართლე არის იძულებული რომ არ დაადგინოს მკვლელის ვინაობა“- განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ფარდულის დანგრევას რომ არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულის გახსნასთან, ეს დაადგინა კომისიამაც.

“მეორე იყო დანის გაღუნვა, რაც ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა ექსპერტიზის დროს და არც ეს იყო კავშირში დანაშაულის გახსნასთან. მესამე იყო მოწმეები, ყველა მოწმე არის ცოცხალი, – კომისიას ჰქონდა საშუალება დაეკითხა მოწმეები, იყო ერთი შემთხვევა, წავიდნენ მოწმეების დასაკითხად, 2 არასრულწლოვანი უნდა გამოეკითხათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაბრუნდნენ 5 წუთში, ვიკითხე რატომ, გამოიყენეს დუმილის უფლება. ეს არის სამართლებლივი სახელმწიფოს ფასი. აქვს თავისი უარყოფითი მხარეც ამას, გასაგებია,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მკვლელობების გახსნის მაჩვენებელი 50 – დან 70/80 პროცენტამდე მერყეობს.
“ ყველა ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ მკვლელობა შეიძლება ვერ გაიხსნას. შედარებას მოგიყვანთ, 2012 წლამდე ჩვენ გვქონდა 99, 9 მეათედი პროცენტი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რატომ? იმიტომ რომ თუ ვინმე არ იძლეოდა ჩვენებას, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი იყო ხელჯოხი და ცოცხი. ეს იყო ნაცმოძრაობის სტილი. ჩვენ ეს აღვკვეთეთ, ამას აქვს თავისი ფასი, აღარაა შეიძლება მაჩვენებელი 99, 9, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც აღარ ხდება, რაც ხდებოდა, მაგალითად, მაშინ ისე შეუფარდეს ადამიანს სასჯელი მკვლელობისთვის, რომ ის ეგრეთ წოდებული დაზარალებული, ცოცხალი აღმოჩნდა” – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები