არჩილ გორდულაძე – რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია
ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
„ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ამ ადამიანებს აკრიტიკებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არ ირჩევენ მის მეგობარ ძალას“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“.