ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
აბუ-დაბიში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი შეხვდა.
მედიის ცნობით, ტრამპი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტამდე, აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთსა და კატარში იმყოფებოდა.