“საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს. „მეგობარი აქტი“ ტყუილებით არის გაჯერებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, „მეგობარი აქტის“ სახელით მიღებულია „დიფ სთეითის“ მიერ მართული პროცესი, მტრული აქტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ტყუილებით არის გაჯერებული.
” ამ დოკუმენტის ერთადერთი მიზანია, თემა აქტუალური იყოს და მასზე კომენტარები გაკეთდეს, ეს ადამიანები შეეცადონ, ქვეყანაში გაჩნდეს აღქმა, რომ ურთიერთობები გაფუჭებულია, თუმცა, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვინდა. ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მაღალ ხარისხში იყოს. სამწუხაროდ, ისეთ პასუხებს ვიღებთ, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა გორდულაძემ.