არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან – ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის
ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„როდესაც მიღებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული აქტი, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მისივე არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამ ქმედებების და განცხადებების მიმართ“, – აღნიშნა გორდულაძემ.