მაკა ბოჭორიშვილი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ ფორმატში პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფორმატში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ამ ფორმატში კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება როდესაც ევროპის ლიდერები იმსჯელებენ უსაფრთხოებასთან, თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპის რეგიონში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები