ლევიტი – აშშ აღარ აპირებს სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციებს იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ

აშშ-მა დაასრულა სხვა სახელმწიფოების საქმეში გარედან ჩარევა და ლექციები იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ”, – პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადების შესახებ, თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტ X-ზე წერს.

“აშშ-მა დაასრულა სხვა სახელმწიფოებში გარედან ჩარევა, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლება და ლექციები იმაზე, როგორ უნდა იცხოვრონ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთში გამართული ვიზიტისას, ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა და გააკრიტიკა ამერიკის ის პოლიტიკა, რომელსაც აშშ ათწლეულების განმავლობაში შუა აღმოსავლეთში ახორციელებდა”,- წერს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მცხოვრებლების ბედი მათ ხელშია და საკუთარი დღის წესრიგი და მომავალი თავად უნდა განსაზღვრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები