საბერძნეთში, კუნძულ კასოსთან 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
„5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა კასოსიდან 48 კილომეტრში მოხდა. ტერიტორიაზე ცუნამის შესაძლო საფრთხეა, დაუყოვნებლივ გაეცალეთ სანაპირო ზოლს“, – განაცხადა კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ.
კასოსი პატარა კუნძულია ეგეოსის ზღვაში, კრეტასა და როდოსს შორის, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 1000 ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.