ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი გაიხსენეს და ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქართულ-ოსური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოსური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები