„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები