სალოტბარო სკოლების ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

სალოტბარო სკოლების ფესტივალი 13 მაისს საზეიმოდ დაიხურა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის ბოლო დღეს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ბეჩოს, ლატალის, ეცერის, ჭუბერის, ბათუმის, ვანის, სენაკის, ქობულეთის, საჩხერის, აბაშის, ონის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ფოთისა და ხონის სკოლების ლოტბარები და მოსწავლეები შეიკრიბნენ. Შესრულდა აღდგომის საგალობლები, როგორც სკოლების მიხედვით, ასევე ერთობლივად.
წელს ფესტივალს ათასი მონაწილე ჰყავდა.
პროექტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სვეტიცხოველსა და ბაგრატზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები