ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი პუტინის საძებნელად – ზელენსკი

სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზეწოლა უნდა მოახდინოთ იმ მხარეზე, რომელსაც არ სურს ომის დასრულება. პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობდა, რომ ორივე მხარეს ზეწოლა დაეხმარებოდა – ვფიქრობ, მათ ჩვენზე უფრო მეტად მოახდინეს ზეწოლა, ვიდრე რუსებზე”,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინა ხედავს, რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, მაგრამ სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით მაინც გააგზავნიან.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლშია დაგეგმილი. საუბარი იყო ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებებზე, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა არ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები