ТАСС: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში 16 მაისს დაიწყება

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში 16 მაისს დაიწყება. ამის შესახებ TASS-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„დიახ, 16 მაისს“, – განუცხადა რუსულ მედიას მოლაპარაკებების ორგანიზებასთან დაახლოებულმა წყარომ.

მანამდე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ამოცანები დასახა და მოლაპარაკების პოზიცია განსაზღვრა.

მედინსკის თქმით, რუსეთის დელეგაციას გააჩნია ყველა საჭირო კომპეტენცია და უფლებამოსილება მოლაპარაკებების წარმართვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები