ტურნირის, „აფხაზეთის თასი” გახსნის ცერემონია გაიმართა

სპორტკოპლექს „იმედის” სტადიონზე, ტურნირის ” აფხაზეთის თასი” გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად უკვე მესამე წელია იმართება.
პირველ მატჩში ერთმანეთს ბათუმის “აჭარა” და ზესტაფონის “ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 2:3 “ზესტაფონის” გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასა და კომპანია ”ლიდერ-ბეთს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია “ლიდერ – ბეთის” მარკეტინგის და პიარის მენეჯერმა, გეგა კალმახელიძემ ტურნირში მონაწილე ექვსივე გუნდს ახალი სპორტული ეკიპირება გადასცა.
ტურნირი საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტარდება და მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათ შორის ომისა და შეიარაღებული ძალების შშმ ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში მონაწილე შშმ ჯარისკაცები მონაწილეობენ.
თამაშს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, უწყების თანამშრომლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის ოფიცრები, ჯარისკაცები და გუნდების ქომაგები ესწრებოდნენ.
ტურნირის ფინალური მატჩი 26 სექტემბერს, 16 საათზე გაიმართება. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები