ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ევროპული სტანდარტების თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და წინასწარი პატიმრობის საკითხებზე, პროკურორებისა და სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების გამომძიებლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
სასწავლო აქტივობები ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობაზე იყო ორიენტირებული.
ტრენინგებს მოწვეული გერმანელი ექსპერტები ქრისთიან შირჰოლთი და ოლივერ თოლე უძღვებოდნენ. ორდღიანი კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ: გერმანიაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემისა და საფრთხეების პრევენციიდან – სისხლისსამართლებრივ დევნაზე გადასვლის მეთოდებს, გერმანელი პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინასწარი პატიმრობის შეფარდების წინაპირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ტრენინგებში საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინტერაქტიული ხასიათის სწავლება პრაქტიკული მაგალითების განხილვასაც ითვალისწინებდა. ერთობლივი ტრენინგების მიზანი სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლება და უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები