მინიმა-ლისტი პოეტი, “რელიგიის არითმეტიკა“ და ბავშვობაში ბაბუის მიერ მისთვის აშენებული სასახლე

პროფესიით ექიმია, მოწოდებით პოეტი და მთარგმნელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ლექსი მცირე ზომის და ბევრის დამტევი უნდა იყოს, მაიაკოვსკი კი, – არეული რიტმის გამო მხოლოდ კარდიორეანიმატოლოგმა უნდა თარგმნოს. გავიცნოთ ადრე პროტესტანტისა და ბუნტარის, ახლა მშვიდი და ცოტა ფატალისტი ნინო ქოქოსაძის პერსონა…

 – ქალბატონო ნინო, თქვენ ის პოეტი ხართ, ვინც ადამიანის სულის გარდა მისი ფიზიოლოგიაც იცის. ექიმობა გშველით წერაში? 1081016_695028300528335_758348491_n
– დავიწყებ იმით, რომ ჩემი ექიმობისგან მხოლოდ დიპლომიღა დარჩა… თუმცა, მთელი 15 წელი წინა ხაზზე, – ანუ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურში ვიმუშავე, ვფიქრობ, ჩემი მინიმალიზმისაკენ მიდრეკილებაც მანდ ჩაისახა. ორივე შემთხვევაში მინიმალურ დროში მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენაა საჭირო. ახლა ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ვარ კულტურული პროგრამის დირექტორი. ზოგადად, ექიმობა კი უფრო თარგმნის დროს მეხმარება. ვიცი, რომ მაიაკოვსკი ის პოეტია, რომელიც ზუსტად კარდიორეანიმატოლოგს უნდა ეთარგმნა, – პირველ რიგში, არეული რიტმის გამო…
პირველად ექიმმა დაიწყო წერა  თუ პოეტმა ჩააბარა სამედიცინოზე?
– ჩემი პირველი ე.წ. ლექსი დედაჩემმა ჩაიწერა, რადგან მე მაშინ წერა -კითხვა არ ვიცოდი. ეტყობა, სკოლაშიც უკვე, როგორც „პოეტი“ წავედი, რაც შეეხება სამედიცინო ინსტიტუტს, იქიდან ერთი რიგითი ექიმი გამოვედი. ამას წინათ, სამედიცინო ინსტიტუტის იუბილეზე მიმიწვიეს და იქაც, – როგორც პოეტი!..
თქვენი რომელი ლექსი ჩაითვლება თქვენს ვერბალურავტოპორტრეტად“?
– უცხოპლანეტელებზე რომ ვწერო, იქაც „მე“ ვიქნები. მაქვს ლექსი სუროგატ დედაზე და იქაც მე ვარ! ანუ ყველა ლექსი, სადაც ემოციას არ იტყუები, თემისდა მიუხედავად, – შენი ავტოპორტრეტია…
თქვენი ერთი მინიმაა:
“განა რაა, 
ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი.
მე კი უბრალოდ, მომენატრა
ვინმეასეთი“:
რომ წამოხვალ, პური
წამოიყოლე“…
თქვენს მოკლემოკლე ლექსებში, რომლებსაც მინიმა უწოდეთ, მაქსიმალურადაა სათქმელი ჩატეული, ცხოვრებაში როგორი ხართ?1082640_695028817194950_541338576_n
– ცხოვრებაში როგორი ვარ? ვფიქრობ, ბევრჯერ შევიცვალე და თანაც კარდინალურად. მყავს რამდენიმე საეტაპო ადამიანი, ვისაც უკავშირდება ეს ტრანსფორმაცია. წინათ, სხვანაირი ვიყავი: პროტესტანტი და ბუნტარი. ახლა  მშვიდი და ცოტა ფატალისტი ვარ…
ქალბატონო ნინო, თქვენი ლექსები,- მინიმა: ფილოსოფია პლიუს ლირიკა,- იაპონური ტანკას ქართული ვერსიაა?
 – დიახ, სწორად აღნიშნეთ. სათავეს იაპონურიდან იღებს. უზომოდ მიყვარს ტანკა და ჰაიკუ, მაგრამ ქართულად მინიმამ უფრო გაამართლა. მინიმას ციდან ვარსკვლავები არ უკრეფია და ქართულ პოეზიაში გადატრიალება არ მოუხდენია, თუმცა ძალიან ბევრი მეგობარ-მკითხველი შემძინა და ბევრი თბილი სიტყვა და ემოცია მომიტანა.
რუსულად და ქართულად ერთნაირად კარგად წერთ... დღევანდელ საქართველოში ზოგჯერ ამის გამო იმპერიულ სიმპათიებს მიაწერენ ადამიანს...
– მე პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ამ ნიშნით პოეზიასა და კულტურაზე საუბარი. დავაზუსტებ, რომ რუსულად არ ვწერ, მხოლოდ ვთარგმნი. ჩემი მინიმები ახლა რუსულად ითარგმნება და შესაძლოა, წიგნიც გამოვცე. დაგიწერთ ერთს, რომელიც ნონა გულიაშვილმა თარგმნა:
„Минима – лифт

Второй.
Третий.
Четвертый.
Горит на табло этаж.
У меня странная привычка- Все усложнять!
Неуверенность- дома ли ты,
Иль на ожидание не хватили нервы?
Ах,в другой раз, Ах,в другой раз, родной! –
Третий.
Второй.
Первий“.
რაც შეეხება მაიაკოვსკის თარგმანს, ამან ყირაზე დამიყენა ცხოვრება, პიროვნულად გამომცვალა. მაიაკოვსკი ის გენიოსია, რომლის პოეზიას ქართული ფესვები აქვს. სიამოვნებით ვთარგმნიდი სხვა ენებიდანაც, მაგრამ ვთვლი, რობ ბწკარედით თარგმნა უპასუხისმგებლობაა, სრულყოფილად კი მხოლოდ რუსული ვიცი.
მხოლოდ ორი წიგნი გაქვთ გამოცემული, ერთი რუსულიდან თარგმანი, მეორე თქვენი ქართული ლექსები. აქაც მინიმალიზმის მომხრე ხართ
– ორივე წიგნი „საუნჯეში“ დაიბეჭდა. ერთია „მინიმა“- ჩემი პოეზია და „ღრუბელი შარვლით“- ვლადიმერ მაიაკოვსკის პოემის ჩემეული ქართული თარგმანი.
რომელი უფრო წარმატებულია: ექიმი თუ პოეტი და ორივე მათგანი ბედნიერი თუ არის?
– ექიმი სულ აღარ ვარ, თუმცა ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ შეიძლება ქვეყნად დადის (ათამდე მაინც) ადამიანი, რომელიც არ ივლიდა ნამდვილად, რომ მე, რაღაც მომენტში, არ ვყოფილიყავი მათ გვერდით, როგორც ექიმი. ყველა მათგანი მახსოვს… თუმცა, ესეცაა, არ ვიქნებოდი მე, იქნებოდა სხვა… როგორც პოეტი, ყველაზე დიდი წარმატება მგონია, უცნობი გოგონას კომენტარი: „ მე თქვენი ლექსით სიყვარული ამიხსნესო“, რომ დამიწერა… ბედნიერებას რაც შეეხება, აი, ხომ ხედავთ, თურმე ვყოფილვარ ბედნიერი,- რამდენი წარმატება მქონია?!..

1616781_695028660528299_645930656_n ვიცი, ფოტოგრაფია გიყვართ. პოეზიისა და ფოტოგრაფიის პრინციპი კი ერთია: “კარპე დიემ“ … ორი ამბავი კადრი, რაც ცხოვრებას გიადვილებთ..
– პირველი კადრი: ამოდის მზ ე… მეორე, – მზე ჩადის… აი, მინიმალისტურად გიპასუხეთ, თემას აღარ გავშლი…
ქალბატონო ნინო, რადგან მინიმალისტი ხართ: 30 წამში უცნობ ადამიანს საკუთარ თავს როგორ გააცნობდით?
– ვეტყოდი: მეგობარო, იქნებ სხვა დროს შევხვდეთ, ახლა სულ 30 წამი მაქვს, არადა, გაცილებით საინტერესო ადამიანი ვარ… -“როგორ ხარ?
როგორც ჩემი ქვეყანა.
სადა ხარ?
– 
მთებში………. ტანზე ეცვა
-“სექენდ ჰენდშინაყიდი ფლასი,
ჯაყოს ხიზნებიეჭირა ხელში“…
ეს ლექსად, პროზად როგორ პასუხს სცემთ კითხვაზე: როგორ ხარ?

– როდესაც არ მაქვს დადებითი პასუხი კითხვაზე: „როგორ ხარ?“,- მაშინ მე ვწყვეტ ურთიერთობას უახლოესებთანაც კი…
და კითხვაზე თქვენი ქვეყანა როგორ არის, რას პასუხბთ?
– ჩემი ქვეყანა ბრინჯივითაა, ანუ დაბნეული…
გული, შენი ბავშვობის ბურთია გასკდა!“- თქვენი ბავშვობის ორეული როგორი იყო?
– ბავშვობა მქონდა ძალიან ლაღი, ვიყავი ორი ბაბუის ნებიერა. ერთმა სასახლეც კი ამიშენა თავის „მამულში“. აი, იმ სასახლის ვერანდაზე დავიწყე სწორედ ლექსების თხზვა. ყოველთვის ყველაფერი მქონდა, 4 წლის ასაკში მიყიდეს სათამაშო მანქანა, რომელსაც მე ვმართავდი. მგონი, ერთ-ერთი პირველი გოგონა ვიყავი, ვისაც ბარბი თოჯინა ჰქონდა. ასე რომ, ბავშვობა ზედმეტად უღრუბლო იყო, სამაგიეროდ მერე გამიწვიმდა სერიოზულად… ბავშვობის ერთი მოგონება ასეთია: მთელი დღე ვზივარ ლეღვის ხეზე, ჩემ მიერ აშენებულ ბუდეში და მთელი ოჯახი მემუდარება: ჩამოდიო… მეორე დღეს ეზოში ხეები მოჭრეს.
კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაც არ გიყვართ... 1781339_695029143861584_1735617489_n
– კითხვა, რომელზეც არ მიყვარს პასუხის გაცემა, იწყება ასე: „რატომ“…
თქვენი ერთი მინიმაა:
რელიგიის არითმეტიკა ღმერთო!
ორია სამ ოთხ ემდე?
………….. !“
– როგორი ხართ ღმერთთან და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი?
– ვფიქრობ, ეს სხვადასხვაა. საკუთარ თავთან სულ მარტო ვარ, ნებისმიერ დროს და ვარ უბრალო. ხოლო ღმერთთან მარტო თუ ვრჩები, იმის იმედი მაქვს, რომ მას ჩემზე მეტი იუმორის გრძნობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოჯოხეთი არ ამცდება…
– “აღმოვაჩინე, კაბას ვგავარ, კი არ გავიზარდე, მხოლოდ გავხუნდი.“
რა არ ხუნდება?
– ხუნდება ყველაფერი, რაც კარგად არაა დაფერილი, ანუ ნამდვილი ყველაფერი გაუხუნარია.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები