“გამახსენდა ჩემი მწვრთნელების სიტყვები, შევიგრძენი მომენტი და გავაკეთე ყველაფერი ამ შესანიშნავი მაყურებლისთვის” – ნიკა ეგაძე

“ცოტას ვნერვიულობდი, სანამ გამოვიდოდი, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი მწვრთნელების სიტყვები, შევიგრძენი მომენტი და გავაკეთე ყველაფერი ამ შესანიშნავი მაყურებლისთვის”, – ამის შესახებ ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ისაუბრა.

„ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გამოსვლა საოცარი იყო. ლუკა ჩემი ნათლიაა და ჩვენ ჩემპიონები გავხდით“, – აღნიშნა ეგაძემ.

ისტორიაში პირველად – ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები